"საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას არჩევნებზე შეფასებას ქართველი ხალხი მისცემს"
29/04/2022 08:07:39 პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლება "უცნაურად იქცევა" და "ქართველი ხალხი მის პოლიტიკას შეფასებას არჩევნებზე მისცემს".
«ჩვენ გვითხრეს, თქვენ ჩვენი სამყაროს ნაწილი ხართო, ჩვენ თქვენთვის ვიბრძვითო. ასევე ვაპირებთ, დავიცვათ მოლდოვაო. და დავიცავდით საქართველოსაც, მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობა რომ ასე უცნაურად არ იქცეოდეს. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და ქართველი ხალხი წყვეტს, როგორ პოლიტიკას ატარებს საქართველოს სახელმწიფო. უკრაინა არ ერევა (არც არესტოვიჩის სიტყვებით, არც რაიმე სხვა გზებით) თქვენს სუვერენულ პოლიტიკაში. მაგრამ თქვენ, თქვენს განცხადებებს, თქვენს პოლიტიკას შეფასებას ქართველი ხალხი მისცემს არჩევნებზე. ასეთია ჩემი გულითადი მოკითხვა თქვენთვის», – განაცხადა არესტოვიჩმა «ფეიგინ.ლაივის» ეთერში დასავლეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერაზე და საქართველოს ხელისუფლების მიერ მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე საუბრისას.
მანამდე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა არესტოვიჩი იმ განცხადების გამო გააკრიტიკეს, რომ "თბილისს ისტორიული შანსი აქვს, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაიბრუნოს».


