
ომის 65–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს
29/04/2022 07:35:25 ევროპა
უკრაინაში ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში რუსულმა არმიამ 23 000–მდე სამხედრო დაკარგა, – იუწყება უკრაინის გენშტაბი.
კერძოდ, ოკუპანტების ჯამური სამხედრო დანაკარგი 29 აპრილის მდგომარეობით დაახლოებით ასევ გამოიყურება:
- პერსონალი - 23000 (+200 გასულ დღე–ღამეში) ადამიანი,
- ტანკები 986 (+16),
- დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 2418 (+29),
- საარტილერიო სისტემები - 435 (+4),
- ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] – 151,
- საჰაერო თავდაცვის სისტემები - 73 (+1),
- თვითმფრინავი - 189 (+2),
- ვერტმფრენები - 155,
- გემები / ნავები - 8,
- საავტომობილო ტექნიკა – 1695 (+7),
- საწვავის ავზები - 76,
- ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 229 (+14),
- სპეციალური აღჭურვილობა - 31.
ამასთან, ბრიტანული დაზვერვა იუწყება, რომ უკრაინის ძლიერი წინააღმდეგობის გამო, რუსეთს დონბასში შეზღუდული ტერიტორიული მიღწევები მნიშვნელოვანი დანაკარგების ფასად დაუჯდა.
როგორც დიდი ბრიტანეთის თადაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის 29 აპრილის ანგარიშში ვკითხულობთ, დონბასისთვის ბრძოლა რჩება რუსეთის მთავარ სტრატეგიულ მიმართულებად, რათა მიაღწიოს დასახულ მიზანს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებზე კონტროლის უზრუნველყოფას.
„ამ რაიონებში ბრძოლები განსაკუთრებით მძიმე იყო ლისიჩანსკსა და სევეროდონეცკში, იზუმიდან სლავიანსკამდე სამხრეთით წინსვლის მცდელობებით.
უკრაინის ძლიერი წინააღმდეგობის გამო, რუსეთის ტერიტორიული მიღწევები შეზღუდული იყო და მიღწეული იქნა რუსული ჯარების მნიშვნელოვანი დანაკარგების ფასად“, - ნათქვამია ანგარიშში.