
„რუსეთი დონბასში მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის“ – ბრიტანული დაზვერვა
29/04/2022 07:22:36 ევროპა
უკრაინის ძლიერი წინააღმდეგობის გამო, რუსეთს დონბასში შეზღუდული ტერიტორიული მიღწევები მნიშვნელოვანი დანაკარგების ფასად დაუჯდა,– იუწყება ბრიტანული დაზვერვა.
როგორც დიდი ბრიტანეთის თადაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის 29 აპრილის ანგარიშში ვკითხულობთ, დონბასისთვის ბრძოლა რჩება რუსეთის მთავარ სტრატეგიულ მიმართულებად, რათა მიაღწიოს დასახულ მიზანს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებზე კონტროლის უზრუნველყოფას.
„ამ რაიონებში ბრძოლები განსაკუთრებით მძიმე იყო ლისიჩანსკსა და სევეროდონეცკში, იზუმიდან სლავიანსკამდე სამხრეთით წინსვლის მცდელობებით.
უკრაინის ძლიერი წინააღმდეგობის გამო, რუსეთის ტერიტორიული მიღწევები შეზღუდული იყო და მიღწეული იქნა რუსული ჯარების მნიშვნელოვანი დანაკარგების ფასად“, - ნათქვამია ანგარიშში.
28 აპრილს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, რომელიც შეიძლება, თვეების და წლების განმავლობაში გაგრძელდეს.
ბრიტანეთმა უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდება მოითხოვა, როგორც გრძელვადიანი სამხედრო მხარდაჭერის ნაწილი.