Accentnews.ge
პენტაგონი: "რუსეთმა უკრაინაში 1 900-ზე მეტი რაკეტა გაუშვა"

პენტაგონი: "რუსეთმა უკრაინაში 1 900-ზე მეტი რაკეტა გაუშვა"

29/04/2022 06:05:06 ევროპა, მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთმა ომის 63 დღის განმავლობაში უკრაინაში 1 900-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

“რუსეთმა უკრაინაში შეჭრიდან დღემდე 1 900-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. რეკეტების უმეტესობა, კვლავ მარიუპოლში და გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში, დონბასში მიდის“, - თქვა მან.

პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, თითქმის ყველა საჰაერო დარტყმა რუსული საჰაერო ბაზებიდან ხორციელდება.

“მათი უმეტესობა რუსეთიდან მოფრინავს და შემდეგ რუსეთისვე აეროდრომზე ბრუნდება. იგივე ხდება სარაკეტო დარტყმების შემთხვევაშიც - გამშვები მოწყობილობები რუსეთშია განლაგებული“, - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.

Reuters-მა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოყენებული მაღალი სიზუსტის რაკეტების თითქმის 60% წარუმატებელი იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S