Accentnews.ge
აშშ-ის კონგრესმა ე.წ. ლენდ ლიზის პროგრამა დაამტკიცა

აშშ-ის კონგრესმა ე.წ. ლენდ ლიზის პროგრამა დაამტკიცა

29/04/2022 00:06:39 მსოფლიო

აშშ-ის კონგრესმა ე.წ. ლენდ ლიზის პროგრამა დაამტკიცა. როგორც წარმომადგენელთა პალატის „ტვიტერის“ გვერდზეა აღნიშნული, კანონს მხარი დაუჭირა 417 კანონმდებელმა, წინააღმდეგი იყო 10.

ე.წ. ლენდ ლიზის პროგრამა ბოლოს აშშ-მა მეორე მსოფლიო ომის დროს აამოქმედა. ახლა კანონი საშუალებას მისცემს ვაშინგტონს, უკრაინას შეიარაღება უფრო სწრაფად და ეფექტური გზით გადასცეს. შემცირდება ბიუროკრატიული ბარიერებიც.

ეს კანონი იძლევა საშუალებას, რომ აშშ-მა უკრაინას შეიარაღება და აღჭურვილობა დე ფაქტო საჩუქრად გადასცეს, გადახდა კი კიევს მოგვიანებით მოუწევს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S