Accentnews.ge
პოდოლიაკი: "გუტერეშის ოფიციალური ვიზიტის დროს კიევის ცენტრში სარაკეტო დარტყმა განხორციელდა"

პოდოლიაკი: "გუტერეშის ოფიციალური ვიზიტის დროს კიევის ცენტრში სარაკეტო დარტყმა განხორციელდა"

28/04/2022 18:15:48 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ "გაერო–ს გენმდივნის ანტონიო გუტერეშის ოფიციალური ვიზიტის დროს კიევის ცენტრში სარაკეტო დარტყმა განხორციელდა".

"ანტონიო გუტერეშის ოფიციალური ვიზიტის დროს, კიევის ცენტრში სარაკეტო დარტყმა მოხდა. ერთი დღით ადრე ის კრემლში, გრძელ მაგიდასთან იჯდა, დღეს კი მის თავზე აფეთქებებია. საფოსტო ბარათი მოსკოვიდან? კვლავ რატომ იკავებს რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში ადგილს?" - წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელში.

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქში, შევჩენკოვსკის რაიონში, ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური უბანი დაბომბეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S