ბაიდენი კონგრესს სთხოვს, რუს ოლიგარქებს ქონება ჩამოართვან და უკრაინის აღსადგენად გამოიყენონ
28/04/2022 16:58:55 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს სთხოვს, რუს ოლიგარქებს ქონება ჩამოართვან, უკრაინის აღსადგენად გამოიყენონ.
"როდესაც ოლიგარქების აქტივები გაიყიდება, შესაძლებელი გახდება შემოსავალი პირდაპირ გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად და უკრაინის ასაშენებლად", – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ცნობისთვის: რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.


