უკრაინელებმა კიევთან მდებარე სოფელი ხელოვნურად დატბორეს: "მომხდარს ერთი წუთითაც არავინ ნანობს"
28/04/2022 16:54:55 მსოფლიო
უკრაინელებმა კიევის ჩრდილოეთით მდებარე სოფელი დემიდივი ხელოვნურად დატბორეს, რათა რუსული ტექნიკის გადაადგილებისთვის ხელი შეეშალათ, – იუწყება The New York Times.
მისი ცნობით, რუსულ ტანკებს სწორედ ამ სოფლის გავლით უნდა გევლოთ კიევში შესასვლელად.
„ყველას ესმის რატომ მოხდა ეს და ერთი წუთითაც არავინ ნანობს“, - განაცხადა ადგილობრივმა ანტონინა კოსტუჩენკომ, რომლის სახლიც დაიტბორა.
"ჩვენ გადავარჩინეთ კიევი!", – დასძინა მან სიამაყით.
როგორც გამოცემა წერს, ის, რაც დემიდივში მოხდა, არ იყო უჩვეულო მოვლენა, რადგან უკრაინამ გაანადგურა ხიდებიც, რათა ხელი შეეშალა მტრის ქვეყანაში შემოჭრისთვის.


