უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები მეშვიდედ გაცვალეს
28/04/2022 15:32:02 მსოფლიო
უკრაინამ და რუსეთმა დღეს ტყვეები მეშვიდედ გაცვალეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ამ გაცვლის დროს სახლში 45 უკრაინელი დაბრუნდა: 13 ოფიცერი, 20 ჯარისკაცი და 12 მშვიდობიანი მოქალაქე", – აცხადებს ვერეშჩუკი.
მისი თქმით, ოკუპანტების ტყვეობისგან გათავისუფლებს შორის არის 5 დაშავებული.


