Accentnews.ge
ბაიდენი კონგრესს უკრაინისთვის 33მლრდ დოლარის გამოყოფას სთხოვს

ბაიდენი კონგრესს უკრაინისთვის 33მლრდ დოლარის გამოყოფას სთხოვს

28/04/2022 15:30:24 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს უკრაინისთვის 33 მილიარდი დოლარის გამოყოფას სთხოვს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ფინანსური დახმარება გადანაწილდება მომდევნო რამდენიმე თვეზე და მოთხოვნის თანახმად, ამ თანხიდან 20.4 მილიარდი სამხედრო შეიარაღებისთვის გამოიყოფა, აქედან 6 მილიარდი კი ქვეყნის უსაფრთხოებაზე დაიხარჯება.

დახმარების პაკეტი ფინანსურ უსაფრთხოებას, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S