უკრაინის გენპროკურორი: "მედვედჩუკის დამლაგებლის სახლის ჩხრეკისას 467 000 დოლარი და 87 000 ევრო იპოვეს"
28/04/2022 15:02:53 მსოფლიო
უკრაინის გენერალური პროკურორის ირინა ვენედიკტოვას ინფორმაციით, პრორუსი დეპუტატის ვიქტორ მედვედჩუკის დამლაგებლის სახლის ჩხრეკისას 467 000 დოლარი და 87 000 ევრო აღმოაჩინეს.
დამლაგებლის სახლის ჩხრეკა მედვედჩუკის წინააღმდეგ აღძრული საქმის ფარგლებში განხორციელდა.
მედვედჩუკს ბრალი სახელმწიფო ღალატში ედება. უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. ომის დაწყების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნიდან გაიქცა მისი ცოლი.
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ცდილობდა, მედვედჩუკი ჯერ დნესტრისპირეთში გადაეყვანა, შემდეგ კი - მოსკოვში. თუმცა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაქცეული დეპუტატი გზაში, კიევის რეგიონიდან გამგზავრებისას დააკავა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მედვედჩუკი შვილის ნათლიაა.


