Accentnews.ge
უკრაინის პროკურატურა: "რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში 61 ტონა ხორბალი მოიპარეს"

უკრაინის პროკურატურა: "რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში 61 ტონა ხორბალი მოიპარეს"

28/04/2022 14:14:59 მსოფლიო

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს რეგიონში ერთ-ერთი საწარმოდან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს.

ზაპოროჟიეს რეგიონული პროკურორის ოფისი აცხადებს, რომ უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსისა და ომის წესების დარღვევის გამო გამოძიება დაწყებულია.

„გამოძიების ინფორმაციით, 2022 წლის 26 აპრილს შეიარაღებულმა რუსმა სამხედროებმა, ფიზიკური ძალადობის მუქარით გაქურდეს ქალაქ კამიანკა- დნიპროვსკაში არსებული ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ფილიალი. ოკუპანტებმა საწარმოდან 61 ტონა ხორბალი და სხვა ქონება იმ სატვირთოებით მოიპარეს, რომლებიც ასევე ამ ფილიალს ეკუთვნოდა“, -ნათქვამია პროკურორის ოფისის განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S