რუსეთში სასწავლო ფრენის დროს ორი სამხედრო ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა
28/04/2022 14:07:29 მსოფლიო
რუსეთში, სარატოვის რაიონში, სასწავლო ფრენის დროს ორი სამხედრო ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, - იუწყება რუსული მედია.
მისი ცნობით, ერთი ვერტმფრენი მთლიანად განადგურდა. ქალაქის ოპერატიული სადისპეჩერო ცენტრის ხელმძღვანელმა რომან სტირბავიჩიუსმა განაცხადა, რომ „ბორტზე სამი ადამიანი იყო. ერთი დაიღუპა, ერთი დაშავდა, მესამეს ამ დრომდე ეძებენ“.
მეორე ვერტმფრენმა აეროდრომზე დაბრუნება შეძლო.
ავიაკატასტროფის მიზეზად რუსეთის ხელისუფლება ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებს.


