Accentnews.ge
უკრაინის სუვერენიტეტისთვის საჯარო მხარდაჭერის შემდეგ უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

უკრაინის სუვერენიტეტისთვის საჯარო მხარდაჭერის შემდეგ უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

28/04/2022 13:56:16 მსოფლიო

უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საჯარო მხარდაჭერიდან რამდენიმე კვირის შემდეგ უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულაზიზ ქომილოვმა, თანამდებობა დატოვა.

"ქომილოვმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა იმ მიზნით, რომ გადასულიყო სხვა სამუშაოზე - პრეზიდენტის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ", -განაცხადა უზბეკეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა შერზოდ ასადოვმა.

17 მარტს პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას ქომილოვმა განუცხადა დეპუტატებს, რომ უზბეკეთი არ აღიარებს პრორუსული სეპარატისტულ ოლქებს უკრაინის დონბასის რეგიონში.

"უპირველეს ყოვლისა, სამხედრო მოქმედებები და ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. უზბეკეთის რესპუბლიკა აღიარებს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ არ ვცნობთ ლუგანსკის და დონეცკის რესპუბლიკებს", განაცხადა ქომილოვმა თავის გამოსვლაში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის ქვეყანას ისტორიული კავშირები აქვს ორივესთან, უკრაინასთანაც და რუსეთთანაც.

ქომილოვმა ასევე განაცხადა, რომ უზბეკეთის მთავრობა მუშაობს იმაზე, რათა თავიდან აიცილოს უკრაინაში აგრესიის გამო რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების ზემოქმედება უზბეკეთის ეკონომიკაზე.

აღნიშნული გამოსვლის შემდეგ მინისტრი გაუჩინარდა. 29 მარტს უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქომილოვი საჯაროდ არ გამოჩენილა კვირაზე მეტის ხანია, რადგან ის მკურნალობდა დაუზუსტებელი "ქრონიკული დაავადების" გამო ტაშკენტში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S