Accentnews.ge
მარიუპოლის საკრებულო: "ქალაქში არსებობს ქოლერისა და დიზენტერიისა გავრცელების საშიშროება"

მარიუპოლის საკრებულო: "ქალაქში არსებობს ქოლერისა და დიზენტერიისა გავრცელების საშიშროება"

28/04/2022 13:30:25 მსოფლიო

მარიუპოლის 100 000-მდე მცხოვრებს სასიკვდილო საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ დაბომბვის, არამედ გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობებისა და ანტისანიტარიის გამო, - ამის შესახებ ქალაქის საკრებულოს განცხადებაშია აღნიშნული.

საკრებულოს ცნობით, არსებობს ქოლერის, დიზენტერიისა და და შერიხია კოლის გავრცელების საფრთხე.

"ჰაერის ტემპერატურამ უკვე 20 გრადუსს მიაღწია. ქალაქში შეიძლება, მალე გაჩნდეს ძლიერი და მომაკვდინებელი ეპიდემიები - ცენტრალიზებული წყალმომარაგებისა და სანიტარული სისტემის არარსებობის, ნანგრევების ქვეშ ათასობით გვამის დაშლის, სასმელი წყალისა და საკვების კატასტროფული დეფიციტის გამო", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: ქალაქი მარიუპოლი 1 მარტიდან რუსი ოკუპანტების ალყაშია მოქცეული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S