"აზოვის" პოლკი: "დაბომბვის გამო საოპერაციო ოთახი ჩამოინგრა"
28/04/2022 13:24:14 მსოფლიო
"აზოვის" ბატალიონის ცნობით, ღამით რუსეთის მხრიდან დაბომბვის შედეგად, "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიის ის ნაწილი დაზიანდა, სადაც სამხედრო საველე ჰოსპიტალი იყო განთავსებული.
"აზოვის" ინფორმაციით, უკვე დაჭრილ სამხედროებს შორის არიან დაღუპულები და დაშავებულები.
"მტრის თავდასხმის გამო ოთახის ნაწილი ჩამოინგრა. კერძოდ, საოპერაციო ოთახი, რის გამოც ახლა შეუძლებელია ჩვენი ჯარისკაცების დახმარება, თუნდაც ისეთ პირობებში, რაც ადრე იყო.ჩვენ ხაზს ვუსვამთ! ჟენევის კონვენცია უზრუნველყოფს სტაციონარული და მოძრავი სამედიცინო დაწესებულებების დაცვას, მათზე თავდასხმა არ უნდა მოხდეს! დაჭრილები და ავადმყოფები, სამოქალაქო თუ სამხედრო (მებრძოლები), უნდა სარგებლობდნენ დაცვით. დაჭრილს ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა მიეწოდოს საჭირო დახმარება. მოვუწოდებთ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, გამოეხმაურონ იმ ფაქტს, რომ რუსეთი აგრძელებს მარიუპოლის იმ დამცველების განადგურების მცდელობებსაც კი, რომლებიც იარაღს ვეღარ იჭერენ!", - აცხადებს "აზოვის" პოლკი.
ცნობისთვის: კიევის ცნობით, "აზოვსტალის ქარხანას" თავს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ქალები და ბავშვები აფარებენ. ალყაშემორტყმულ ქალაქში არ არის საკმარისი წყალი, საკვები, მედიკამენტები.


