Accentnews.ge
აშშ-ის საზღვაო ინსტიტუტი – რუსეთი ომში გაწვრთნილ დელფინებს იყენებს

აშშ-ის საზღვაო ინსტიტუტი – რუსეთი ომში გაწვრთნილ დელფინებს იყენებს

28/04/2022 12:51:54 მსოფლიო

რუსეთმა შავ ზღვაში, სევასტოპოლში მდებარე საზღვაო ბაზაზე სამხედრო მიზნებისთვის გაწვრთნილი დელფინები განათავსა – იუწყება აშშ-ის საზღვაო ინსტიტუტი.

მისი ცნობით, დელფინების ორი ჯგუფი ბაზაზე ჯერ კიდევ თებერვალში, უკრაინაში შეჭრისას გადაიყვანეს.

რუსეთი დელფინებს იყენებენ მტრის მყვინთავების შესაფერხებლად და სხვადასხვა ობიექტის აღმოსაჩენად.

ბრიტანული მედიის ცნობით, დელფინები არ არიან წყლის ერთადერთი ბინადრები, რომლებსაც რუსეთი სამხედრო მიზნებისთვის წვრთნის. 2019 წელს ნორვეგიის სანაპიროზე შენიშნეს თეთრი ვეშაპი, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის საზღვაო ფლოტის მიერ იყო გაწვრთნილი. მაშინ ადგილობრივი მეთევზეები აცხადებდნენ, რომ ვეშაპს უცნაური აღკაზმულობა ჰქონდა, მათ შორის ეკეთა კამერების მსგავსი მოწყობილობები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S