Accentnews.ge
პოდოლიაკი: "უკრაინა თავს დაიცავს ნებისმიერი ხერხით, მათ შორის რუსი მკვლელების საწყობებსა და ბაზებზე შეტევით"

პოდოლიაკი: "უკრაინა თავს დაიცავს ნებისმიერი ხერხით, მათ შორის რუსი მკვლელების საწყობებსა და ბაზებზე შეტევით"

28/04/2022 12:31:04 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინა თავის დასაცავად ყველანაირ ნაბიჯს განიხილავს, მათ შორის რუსი ოკუპანტების საწყობებსა და ბაზებზე შეტევას.

"ბლინკენმა თქვა - "უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, განახორციელებს თუ არა დარტყმებს რუსულ სამხედრო ობიექტებზე". რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და კლავს მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინა თავს დაიცავს ნებისმიერი ხერხით, მათ შორის რუსი მკვლელების საწყობებსა და ბაზებზე შეტევით. მსოფლიო ამ უფლებას აღიარებს",– აცხადებს პოდოლიაკი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S