Accentnews.ge
IDFI - მარტში საქართველოში რუსეთის 17 000 მოქალაქე დარჩა

IDFI - მარტში საქართველოში რუსეთის 17 000 მოქალაქე დარჩა

28/04/2022 10:52:46 საზოგადოება

"ინფორმაციის თავსუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) 2022 წლის მარტში საქართველოში უკრაინის, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების შემოსვლისა და დარჩენის შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს.

IDFI-ს თანახმად, 2022 წლის მარტის თვეში საქართველოში შემოვიდა 16 669 უკრაინის მოქალაქე, 43 152 რუსეთის მოქალაქე და ბელარუსის 19 898 მოქალაქე. იმავე პერიოდში აქართველოში დარჩა (შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა) უკრაინის 8 151 მოქალაქე, რუსეთის 17 201 მოქალაქე, ხოლო ბელარუსის 14 030 მოქალაქე.

2022 წლის მარტში, 2019 წლის მარტთან შედარებით, საქართველოში დარჩენილი (შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა) უკრაინის მოქალაქეების რიცხვი 8 657-ით, რუსეთის მოქალაქეების რიცხვი 14 593-ით, ხოლო ბელარუსის მოქალაქეების 14 047-ით გაიზარდა.

რუსეთის მოქალაქეების შემთხვევაში, 2022 წლის მარტში, 2019 წლის მარტთან შედარებით, საქართველოში დარჩენილთა (შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა) რიცხვი 559 %-ით არის გაზრდილი.

IDFI-ს მიერ გავრცელებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის მარტში ქვეყანაში შემოსვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეების 0,75%-ს ეთქვა უარი საზღვრის კვეთაზე, უკრაინის მოქალაქეების 0,38%-ს, ხოლო ბელარუსის მოქალაქეების მხოლოდ 0,08%-ს.

უკრაინაში ომის დაწყებისა და რუსეთისა და ბელარუსისთვის სანქციების დაწესების შემდეგ საქართველოში უკრაინის, ბელარუსისა და რუსეთის ათასობით მოქალაქე გაემგზავრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S