Accentnews.ge
მედია – უკრაინაში ომის გარდამტეხი მომენტი მაისში დადგება

მედია – უკრაინაში ომის გარდამტეხი მომენტი მაისში დადგება

28/04/2022 10:45:31 მსოფლიო

უკრაინაში ომის გარდამტეხი მომენტი შემდეგ თვეში დადგება, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დასავლური იარაღის ახალი პარტია შევა, მათ შორის ამერიკული ჰაუბიცები გერმანულ და ბრიტანულ საზენიტო იარაღთან ერთად, – იუწყებაThe Guardian.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთის შეტევა დონბასზე ბოლომდე წარმატებული არ არის და მოსკოვი დიდი გარღვევისთვის ემზადება.

მისი ცნობით, უკრაინული ძალები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ მასშტაბურ კონტრშეტევაზე გადასვლას და დასავლეთისგან იარაღს ელოდებიან.

დღეს გერმანიის ბუნდესტაგმა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდება დაამტკიცა. აშშ-მა და კანადამაც დაადასტურეს, რომ უკრაინას მეტ მძიმე შეიარაღებას მიაწვდიან.

ცნობისთვის: რუსეთი ამჟამად დონბასის აღებას ცდილობს. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S