"ნატო-მ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის 8 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო"
28/04/2022 10:14:37 მსოფლიო
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსმა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის 8 მილიარდი აშშ დოლარი უკვე გამოყო.
“დღემდე ნატო-ს მოკავშირეებმა აღთქმა დადეს, რომ უზრუნველყონ უკრანისთვის სულ მცირე 8 მილიარდი დოლარის სამხედრო მხარდაჭერა. ჩვენ ვხედავთ უკრაინისადმი მხარდაჭერის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
უკრაინაში შეჭრის რუსეთის შემდეგ მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის არაერთი დახმარების პაკეტი გამოყო.
ცნობისთვის: რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.


