Accentnews.ge
"უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრა ნატო-სთვის ავლენს საჭიროებას, უზრუნველყოს საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერა"

"უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრა ნატო-სთვის ავლენს საჭიროებას, უზრუნველყოს საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერა"

28/04/2022 08:58:30 პოლიტიკა

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა ნატო-სთვის ავლენს საჭიროებას, რომ უზრუნველყოს ისეთი ქვეყნების მხარდაჭერა, როგორებიც არიან საქართველო და მოლდოვა. ამის შესახებ მან ევროპარლამენტის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„უკრაინაში სასტიკი შეჭრა ნატო-სთვის ავლენს საჭიროებას, უზრუნველყოს იმ ქვეყნების მხარდაჭერა, როგორებიც არიან საქართველო და მოლდოვა. ისინი არ არიან ნატო-ს და ევროკავშირის წევრები. ეს ეხება როგორც პრაქტიკულ მხარდაჭერას, ისე პოლიტიკურს. საქართველო არის ძალიან ღირებული პარტნიორი და ასევე ახლო თანამშრომლობა აქვს ევროკავშირთან. ჩვენ ვეძებთ გზებს, რათა მეტი გავაკეთოთ, რომ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს პარტნიორებთან აღმოსავლეთ ევროპაში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S