Accentnews.ge
აჭარის განათლების მინისტრი და მისი მოადგილე ვროცლავის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის დირექტორს შეხვდნენ

აჭარის განათლების მინისტრი და მისი მოადგილე ვროცლავის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის დირექტორს შეხვდნენ

28/04/2022 08:55:50 საზოგადოება, რეკლამა

დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მოადგილესთან აკაკი ძნელაძესთან ერთად ვროცლავის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის დირექტორს იგორ ვუიჩიკს შეხვდა.

შეხვედრაზე ორ რეგიონს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი ერთობლივი პროექტების შესახებ ისაუბრეს.

წელს, პოლონეთში ქალაქ ვროცლავში, ქართული კულტურის დღეებთან დაკავშირებით იგეგმება ქართველი ხელოვანების გასტროლი. გასტროლში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მხატვრები, მომღერლები, მოცეკვავეები და კერამიკოსი. თანამშრომლობის ფარგლებში ბათუმში, მუსიკალურ ცენტრში იგეგმება ერთობლივი ქართულ-პოლონური პროექტი.

შეხვედრას კულტურის დეპარტამენტის უფროსი თამარ გუდავა და ვროცლავის მუსიკალური და აუდიოვიზუალური პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაჩეი ქიერი ესწრებოდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S