CREA: "უკრაინაში ომის განმავლობაში რუსეთს ენერგორესურსებიდან შემოსავალი გაუორმაგდა"
28/04/2022 08:35:05 მსოფლიო
"ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევის ფინანსური ცენტრის" (CREA) ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრიდან დღემდე რუსეთმა თითქმის გააორმაგა ევროკავშირისთვის წიაღისეული საწვავის მისყიდვით მიღებული შემოსავალი.
CREA-ს ცნობით, მიუხდავად იმისა, რომ გაყიდვების მოცულობა შემცირდა, რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყებიდან დაახლოებით 62 მილიარდი ევრო მიიღო ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის ექსპორტიდან.
ევროკავშირის ქვეყნებში ნავთობის, ქვანახშირისა და გაზის ექსპორტით 24 თებერვლიდან პერიოდში რუსეთმა 44 მილიარდი ევროს ოდენობის შემოსავალი მიიღო. გასულ წელს ევროკავშირმა 140 მილიარდი ევრო მიიღო.
"დასკვნები აჩვენებს, თუ როგორ აგრძელებს რუსეთი სარგებლის მიღებას ევროპის ენერგომომარაგების კუთხით, მაშინაც კი, როცა ევროკავშირის ლიდერები ცდილობენ, ვლადიმერ პუტინმა არ გამოიყენოს ენერგომატარებლები პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად. რუსეთმა ევროკავშირი ფაქტობრივად ხაფანგში მიიპყრო, სადაც შემდგომი შეზღუდვები კიდევ უფრო გაზრდის ფასებს და შეამსუბუქებს მის შემოსავლებს, მიუხედავად ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობების ძალისხმევისა", – იუწყება ბრიტანული მედია.
CREA-ს წამყვანი ანალიტიკოსი ლაური მილივირტა ამბობს, რომ ნაღდი ფული აძლიერებდა პუტინის საომარ ძალისხმევას.
“ენერგეტიკული იმპორტის გაგრძელება არის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მთავარი ხარვეზი. ყველა, ვინც ყიდულობს ამ წიაღისეულ საწვავს, არის თანამონაწილე რუსეთის სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული საერთაშორისო სამართლის საშინელ დარღვევაში“, - ამბობს მილივირტა.


