Accentnews.ge
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: "უკრაინას იარაღის ომის კანონის ფარგლებში გამოყენების უფლება აქვს"

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: "უკრაინას იარაღის ომის კანონის ფარგლებში გამოყენების უფლება აქვს"

28/04/2022 07:41:06 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესის განცხადებით, უკრაინას იარაღის ომის კანონის ფარგლებში გამოყენების უფლება აქვს.

"თუ უკრაინამ აირჩია, რომ მიზანმიმართული დარტყმები განახორციელოს რუსული არმიის ლოგისტიკური სტრუქტურაზე, ეს ლეგიტიმურია საერთაშორისო სამართლის მიხედვით“, - აცხადებს უოლესი.

მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, კიევს მსგავსი დარტყმა განეხორციელებინა ბრიტანეთის მიერ მიწოდებული იარაღით.”მათ [უკრაინელებს] ამჟამად არ აქვთ ბრიტანული იარაღი, რომელსაც შეეძლო ამის გაკეთება, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ჩვენი იარაღი იყოს. ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს ბევრი შორ მანძილზე დამიზნების იარაღი", – დასინა მან.

26 აპრილს მოსკოვი "კიევში გადაწყვეტილებების მიმღებ ბრიტანულ ცენტრებზე თავდასხმით" დაიმუქრა. კერძოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "კიევში გადაწყვეტილებების მიმღებ ბრიტანულ ცენტრებზე თავდასხმით" იმუქრება, თუკი "მათი პროვოკაციების შედეგად უკრაინა რუსეთის ტერიტორიებზე დარტყმებს განახორციელებს", - ასე გამოეხმაურა უწყება ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ჯეიმს ჰიპის განცხადებას დასავლური იარაღის გამოყენებით უკრაინის მიერ რუსეთის სამხედრო სამიზნეებზე შესაძლო შეტევების "კანონიერების" თაობაზე.

"რუსეთის შეიარაღებული ძალები მუდმივ მზადყოფნაშია საპასუხო დარტყმების განსახორციელებლად. უკრაინაში მდებარე გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრებში მყოფი ერთ-ერთი დასავლური ქვეყნის წარმომადგენელი მრჩევლები მსგავსი დარტყმების განხორციელების შემთხვევაში არაა აუცილებელი, პრობლემას წარმოადგენდნენ" - აღნიშნეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვმა მსგავსი მუქარა ადრეც გააჟღერა. თუმცა ნამდვილად იმყოფებიან თუ არა ხსენებულ ცენტრებში უცხოელი მრჩევლები - უცნობია.

ცნობისთვის: რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S