Accentnews.ge
ხერსონში საოკუპაციო რეჟიმი რუბლის გამოყენებას გეგმავს

ხერსონში საოკუპაციო რეჟიმი რუბლის გამოყენებას გეგმავს

28/04/2022 07:14:23 მსოფლიო

უკრაინის ხერსონის რეგიონში, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, პირველი მაისიდან რუსულ რუბლსაც გამოიყენებენ, – იუწყება რუსული მედია.

რეგიონის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილემ კირილ სტრემუსოვმა განაცხადა, რომ გარდამავალი პერიოდი 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის დროსაც მიმოქცევაში იქნება რუსული რუბლი და უკრაინული გრივნა.

მისი თქმით, ამ პერიოდის შემდეგ რეგიონი სრულად გადავა რუსული ვალუტის გამოყენებაზე.

ცნობისთვის: გუშინ რუსეთმა დაარბია ხერსონის მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც ანტისაოკუპაციო აქციას მართავდა. ოკუპანტებმა ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S