Accentnews.ge
ვოლინა "აზოვსტალიდან" ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის "დიუნკერკის" მსგავს ევაკუაციას ითხოვს

ვოლინა "აზოვსტალიდან" ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის "დიუნკერკის" მსგავს ევაკუაციას ითხოვს

28/04/2022 06:32:12 მსოფლიო

36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური, სერგეი ვოლინა აცხადებს, რომ მარიუპოლში, "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში 600-ზე მეტი დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქე და მებრძოლი მედიკამენტების გარეშეა დარჩენილი.

მისი თქმით, ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები ანტისანიტარიულ პირობებში, საკვებისა და წყლის მარაგის გარეშე ცხოვრობენ.

იგი მარიუპოლიდან ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის "დიუნკერკის" მსგავს ევაკუაციას ითხოვს:

"აზოვსტალში 600-ზე მეტი დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქე და მებრძოლია, ისინი მედიკამენტების გარეშე არიან. აქ არც ექიმები იმყოფებიან, რომ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ, ბევრი ბავშვია, ასევე მოხუცები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. ძალიან მძიმე ვითარებაა, არის წყლისა და საკვების პრობლემები. მე მივმართე ყველა მსოფლიო ლიდერს, პა ფრანცისკს, რომ მარიუპოლში მოხდეს ექსტრაციის პროცედურა, როგორც 1940 წელს დიუნკერკში განხორციელდა. დღეს ჩემი მთავარი გზავნილია გადაარჩინეთ მარიუპოლის გარნიზონი, ჩაატარეთ ექსტრაცის პროცედურა, ეს ხალხი დაიღუპება, დაჭრილები გარდაიცვლებიან, ხოლო ცოცხლები ბრძოლაში მოკვდებიან".

ცნობისთვის: მარიუპოლი თითქმის მთლიანადაა განადგურებული და ამ დრომდე რუსული ძალების ალყაში რჩება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S