პენტაგონი: "უკრაინისთვის გამოყოფილი ჰაუბიცების ნახევარზე მეტი კიევმა უკვე მიიღო"
28/04/2022 06:17:17 მსოფლიო
პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი ჰაუბიცების ნახევარზე მეტი კიევმა უკვე მიიღო.
"ჰაუბიცების ნახევარზე მეტი, რომელიც აშშ-მა უკრაინისთვის გამოყო, უკვე ქვეყანაშია შეტანილი. ამერიკელებმა 50 უკრაინელი სამხედრო ევროპის ერთ–ერთ ქვეყანაში გაწვრთნეს, როგორ გამოიყენონ იარაღი. ისინი უკრაინაში ბრუნდებიან და ცოდნას თანამებრძოლებს გაუზიარებენ", – განაცხადა პენტაგონის პრეს–სპიკერმა, ჯონ კირბიმ.
აშშ-მა უკრაინას დახმარების სახით 90 ერთეული ჰაუბიცა გამოუყო.


