Accentnews.ge
კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები "გენოციდად" აღიარა

კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები "გენოციდად" აღიარა

28/04/2022 06:12:31 მსოფლიო

კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებების "გენოციდად" აღიარების თაობაზე გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. დეპუტატებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუსეთმა უკრაინაში კაცობრიობის წინააღმდეგ უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა და ამის დასადასტურებლად შესაბამისი მტკიცებულებებიც არსებობს.

თემთა პალატის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის სამხედრო დანაშაულები მოიცავს მასობრივ სისასტიკეს, მათ შორის უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობის შემთხვევებს, ცხედრების შეურაცხყოფას, უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციას, წამებას, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანის, ასევე, გაუპატიურების შემთხვევებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S