Accentnews.ge
"უნდა უზრუნველვყოთ, რომ მოლდოვასა და საქართველოს ჰქონდეთ ძალა და შესაძლებლობები, შეინარჩუნონ მათი სუვერენიტეტი და თავისუფლება"

"უნდა უზრუნველვყოთ, რომ მოლდოვასა და საქართველოს ჰქონდეთ ძალა და შესაძლებლობები, შეინარჩუნონ მათი სუვერენიტეტი და თავისუფლება"

28/04/2022 06:05:13 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასის განცხადებით, დასავლეთმა უნდა უზრუნველყოს, რომ "მოლდოვასა და საქართველოს ჰქონდეთ ძალა და შესაძლებლობები, შეინარჩუნონ მათი სუვერენიტეტი და თავისუფლება".

"დიდმა ბრიტანეთმა ომის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე გაგზავნა იარაღი უკრაინაში და გაწვრთნა უკრაინული ჯარები. მაგრამ მსოფლიოს უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესაჩერებლად. ჩვენ აღარასოდეს გავიმეორებთ იმავე შეცდომას. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ჩვენ არ უნდა მივაწოდოთ მძიმე იარაღი იმის შიშით, რომ რაიმე უარესის პროვოცირება არ მოვახდინოთ. ჩემი აზრით, ახლა უმოქმედობა იქნება ყველაზე დიდი პროვოკაცია. ახლა გამბედაობისა და სიფრთხილის დროა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინასთან ერთად, დასავლეთ ბალკანეთს და სხვა ქვეყნებს, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო, ჰქონდეთ ძალა და შესაძლებლობები, შეინარჩუნონ მათი სუვერენიტეტი და თავისუფლება“, - განაცხადა ტრასმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S