Accentnews.ge
რუსეთში თავშესაფრების "სათანადო მდგომარეობაში" მოყვანის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ

რუსეთში თავშესაფრების "სათანადო მდგომარეობაში" მოყვანის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ

27/04/2022 20:43:50 მსოფლიო

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა 27 აპრილს გამოაცხადა მოქალაქეებისთვის გამაფრთხილებელი სისტემის ფუნქციონირების და თავშესაფრების "სათანადო მდგომარეობაში" მოყვანის აუცილებლობის შესახებ,– იუწყება კრემის მირ კონტროლირებადი რუსული მედია.

როგორც მან „რეგიონის უსაფრთხოების“ ირგვლივ გამართულ შეხვრდრაზე განაცხადა, რუსეთის სამხრეთ რეგიონებმა უნდა უზრუნველყონ სისტემის საიმედო ფუნქციონირება, რაც მათ საშუალებას მისცემთ, სასწრაფოდ შეატყობინოთ მოსახლეობას საფრთხის შემთხვევაში.

პატრუშევმა დასძინა, რომ „მნიშვნელოვან ამოცანებს შორის უნდა იყოს ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერება და მაღალკვალიფიციური პერსონალის დაქირავება დეპარტამენტებსა და ორგანიზაციებში, რომელთა ფუნქციებში შედის ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა“:

„ყველგან აუცილებელია სამოქალაქო თავდაცვის დამცავი სტრუქტურების სათანადო მდგომარეობაში მოყვანა“.

CNN–ის ცნობით, რომელიც თავის მხრივ ადგილობრივ ხელისუფლებასა და რუსულ მედიას ეყრდნობა, აფეთქებები დღეს დილით უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდში, კურსკსა და ვორონეჟში მოხდა.

"ბელგოროდის ოლქის სოფელ სტარაია ნელიდოვკასთან საბრძოლო მასალების საცავი იწვის. ხანძრის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები და სახლები არ დაზიანებულა. არ არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში", –აცხადებდა ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი.

კურსკის გუბერნატორ რომან სტაროვოიტის თქმით, "კურსკის რაიონში მოსახლეობამ ადგილობრივი დროით 2:45 საათზე აფეთქებების ხმა გაიგო. აფეთქებების დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება, მაგრამ მას მსხვერპლი ან ნგრევა არ მოჰყოლია".

გარდა ამისა, რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ქალაქ ვორონეჟის შილოვოს რაიონში მცხოვრებმა მოსახლეობამ დილის 4:40 საათზე ორი ძლიერი აფეთქების ხმა გაიგო. „ამჟამად შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფი და რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჯგუფი", – იუწყება რუსული მედია.

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი ელის, რომ უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონებში "დემილიტარიზაციის" ინტენსივობა უახლოეს კვირებში გაიზრდება:

„ომის ინტენსივობა ძალიან მაღალია... რა თქმა უნდა, კონფლიქტის ასეთი ინტენსივობა ზუსტად აისახება რუსეთის ფედერაციის საზღვრისპირა რეგიონებზეც: სწრაფად გაიზრდება პანიკური განწყობა, შეიქმნება კონფლიქტური სიტუაციები, იქნება აფეთქებები საწყობებში და ეს მხოლოდ და მხოლოდ გაღრმავდება. და რუსეთის დემილიტარიზაციის ინტენსივობა, განსაკუთრებით სასაზღვრო რაიონებში, ჩემი აზრით, მხოლოდ საგრძნობლად გაიზრდება უახლოეს კვირებში. და ეს ბოლოს და ბოლოს რუსებს შორის კითხვებს გააჩენს: „რას ვაკეთებთ უკრაინაში? რატომ ვხოცავთ ხალხს მასობრივად და რა საფასურისთვის ვართ მზად?“ და საწყობები, ეს საწვავ–საპოხი მასალა, საწვავის ბაზები იქნება ვალის გადახდა, რომლის დაფარვასაც რუსეთი იწყებს ომისთვის“.

მანამდე პოდოლიაკმა“კარმა“ და "ცოდვილთა საქმეებში ღვთაებრივი ჩარევა" უწოდა აფეთქებებს რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის, ვორონეჟისა და კურსკის რეგიონებში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S