
აშშ უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას აფართოებს - მედია
27/04/2022 20:29:05 ევროპა, მსოფლიო
შეერთებულმა შტატებმა უკრაინასთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაზე არსებული რიგი შეზღუდვები გააუქმა აღმოსავლეთსა და სამხრეთში რუსეთის გაზრდილი თავდასხმების ფონზე,– იუწყება Bloomberg.
გამოცემა წერს, რომ ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ავრილ ჰეინსმა კონგრესს აცნობა ამ თვის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯების შესახებ მას შემდეგ, რაც მაიკ ტერნერმა, წარმომადგენელმა, რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა პალატის დაზვერვის კომიტეტში, დაწერა საიდუმლო წერილი და მოუწოდა ბაიდენის ადმინისტრაციას, მოეხსნას შეზღუდვები.
„ინფორმაციის გაზიარების გაფართოება მოწოდებულია იმისთვის, რომ დაეხმაროს უკრაინას დაიცვას და დაიბრუნოს ტერიტორიები ამ რეგიონებში“,– უთხრა გამოცემას წყარომ.
ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის ოფიციალური პირები ჯერ–ჯერობით არ აკეთებენ კომენტარს ამ მონაცემებზე.
მანამდე NBC News აშშ-ის ამჟამინდელ და ყოფილმა მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერდა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, აშშ-ის დაზვერვა უკრაინას აწვდიდა დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ზუსტად სად და როდის ჩამოვარდებოდა რუსული რაკეტები, რაც მათ საშუალებას აძლევდა, საჰაერო თავდაცვის სისტემები სახიფათო ზონიდან გამოეყვანათ.
გამოცემა საკუთარ თანამოსაუბრეებზე დაყრდნობით აღნიშნავდა, რომ აშშ უკრაინას აწვდიდა თითქმის თანადროულ სადაზვერვო ინფორმაციას, რომლის მეშვეობითაც უკრაინელებმა შეძლეს ჩამოეგდოთ რუსული სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელსაც ასობით სამხედრო გადაჰყავდა. NBC აღნიშნავს, რომ ეს შემთხვევა ომის საწყის ეტაპზე მოხდა და უკრაინელებს კეივის აეროპორტზე თავდასხმის მოგერიებაში დაეხმარა.
ეს იყო ნაწილი იმისა, რასაც დასავლელი მაღალჩინოსნები დაზვერვის მასიური და უპრეცედენტო გაზიარების ოპერაციას უწოდებენ.
"დასაწყისიდან ჩვენ ძლიერად გადავიხარეთ სტრატეგიული და სამოქმედო სადაზვერვო ინფორმაციის უკრაინასთან გაზიარებისკენ. ამას ჰქონდა გავლენა როგორც ტაქტიკურ, ისე სტრატეგიულ დონეზე. არის მაგალითები, რომელთა მიხედვითაც ცხადად იტყვი, რომ ამან მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა" – აღნიშნა NBC-სთან ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
თეთრი სახლის უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას რეგულარულად აწვდის დეტალურ, დროულ სადაზვერვო ინფორმაციას ბრძოლის ველზე, რათა დაეხმარონ საკუთარი ქვეყნის რუსეთის აგრესიისგან დაცვაში:
„ასეც გავაგრძელებთ".
აშშ-ის დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება რუსეთის კონკრეტული ძალების წინააღმდეგ იქნებოდა შესაძლებელი:
"ხშირი იყო დაზვერვის ინფორმაციის თანადროული გაზიარება, რისი გამოყენებაც რუსეთის კონკრეტული ძალების სამიზნეში ამოსაღებად შეიძლებოდა. მაგრამ, ასევე, სხვა სახის ბევრი სადაზვერვო ინფორმაციაც იყო, მაგალითად სად აქტიურობდნენ რუსი სამხედროების კონკრეტული ტიპები".