
რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინიდან მილიონზე მეტი ადამიანი გაიყვანეს
27/04/2022 20:04:24 ევროპა, მსოფლიო
რუსეთი ამტკიცებს, რომ ომის დაწყებიდან „უკრაინის სახიფათო რეგიონებიდან“ რუსეთის ტერიტორიაზე მილიონზე მეტი ადამიანი, მათ შორის 183 000 ბავშვი გადაიყვანეს.
„კიევის მიერ შექმნილი დაბრკოლებების მიუხედავად, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, უკრაინის ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე, უკრაინის სახიფათო რეგიონებიდან, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ევაკუირებული იქნა 16480 ადამიანი, მათ შორის 3354 ბავშვი. ხოლო სპეცოპერაციის დაწყებიდან – უკვე 1 002 429 ადამიანი, საიდანაც 183 168 ბავშვია“,– ციტირებს რუსული მედია რუსეთის თავდაცვის კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს მიხაილ მიზინცევს.
მიზინცევი ასევე აცხადებს, რომ 2,75 მილიონზე მეტი უცხოელი და უკრაინელი სთხოვეს რუსეთს ევაკუაციას.
უკრაინა აცხადებს, რომ ხალხი იძულებით გაჰყავთ რუსეთის ტერიტორიაზე და დახმარება ევროკავშირსა და წითელ ჯვარს სთხოვა. გავრცელდა ცნობები, რომ უკრაინელ ლტლვილები ციმბირსა და ჩრდილოეთ კავკასიაში გადაჰყავთ. მოქალაქეები ყვებოდნენ, რომ მათ დოკუმენტებს ართმედნენ რუსი სამხედროები, იძულებით, მუქარით სვამდნენ ტრანსპორტში და მიჰყავდათ გაურკვეველი მიმართულებით.ამგვარად აღმოჩდნენ რუსეთის ტერტორიაზე ყველაფრის გარეშე.