Accentnews.ge
რუსეთში უკრაინისთვის ვერტმფრენების გადაცემით აღშფოთდნენ

რუსეთში უკრაინისთვის ვერტმფრენების გადაცემით აღშფოთდნენ

27/04/2022 18:56:48 მსოფლიო

რუსეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახური (FSVTS) შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის მათ შორის საბჭოთა წარმოების შვეულმფრენების (Mi-17) გადაცემას აპროტესტებს და მას უკანონოს უწოდებს.

„უკრაინის ჯარების რუსული წარმოების Mi-17 შვეულმფრენებით აღჭურვა კანონსაწინააღმდეგოა“,– ციტირებს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალურ სამსახურს კრემლის მიერ მართული მედია.

15 აპრილს ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში, უკრაინას Mi-17 ვერტმფრენები გადასცა, რომლებიც ადრე ავღანეთისთვის იყო განკუთვნილი.

დღეს დასავლეთის მისამართით მორიგმა მუქარამ გაიჟღერა ვლადიმირ პუტინისგანაც.

„თუ ვინმე აპირებს, ჩაერიოს უკრაინაში გარედან, რაც საფრთხეს შეუქმნის რუსეთს, ჩვენი პასუხი იქნება ელვისებური და სწრაფი.

[...] რუსეთის სტრატეგიული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში ელვისებური დარტყმის შესახებ ყველა გადაწყვეტილება მიღებულია“, - ციტირებს პუტინს რუსული „კომერსანტი“.

მანამდე რუსეთი აშშ–ს დაემუქრა უკრაინისთვის იარაღის ინტენსიურად მიწოდების გამო.

26 აპრილს 40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრები შეიკრიბნენ გერმანიაში, ამერიკულ ბაზაზე უკრაინის თემაზე სამსჯელოდ. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ გერმანიის ქალაქ შტუტგარტში, ევროპაში ამერიკული სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების და ოპტიმიზაციის კოორდინაციის მართვის ცენტრი შექმნა.

აშშ-ის და კიდევ 15 ქვეყნის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საკოორდინაციო ცენტრი, რომელსაც ამერიკელი გენერალი ხელმძღვანელობს, თანამშრომლობს დონორების საერთაშორისო საკოორდინაციო ცენტრთან, რომლის ხელმძღვანელიც ბრიტანელი გენერალია.

უკრაინის დასახმარებლად შექმნილი ცენტრი კოორდინაციას გაუწევს აშშ-ის მოკავშირე და პარტნიორ 40-ზე მეტ ქვეყანას.

„ომის დაწყებისას რუსეთის ერთ-ერთი უცნაური მოთხოვნა იყო უკრაინის „სრული დემილიტარიზაცია“.

მსოფლიოს 40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების გუშინდელი საეტაპო შეხვედრის შემდეგ, რუსეთის ფედერაციისთვის ძალიან ცუდი ამბავია: მოცულობა, სიჩქარე, გამარტივებული ლოჯისტიკა, იარაღის გაფართოებული დიაპაზონი - უკრაინა ძლიერდება“,– წერს ამასთან დაკავშირებით "ტვიტერზე" უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S