რუსმა დეპუტატებმა “სუვერენული უკრაინის მიმართ აგრესია” და “რუსეთის ფაშისტურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება” დაგმეს [ვიდეო]
27/04/2022 18:10:29 მსოფლიო
რუს მუნიციპალურ დეპუტატებს, რომლებმაც “სუვერენული უკრაინის მიმართ აგრესია” და “რუსეთის ფაშისტურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება” დაგმეს, 10-10-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
საუბარია კრასნოსელსკოიეს მუნიციპალური ოლქის წარმომადგენლებზე, კერძოდ, ალექსეი გორინოვზე და ელენა კოტიონოჩკინაზე, რომლებმაც საკუთარი პოზიცია მიმდინარე წლის 15 მარტის თათბირზე ღიად დააფიქსირეს.
თათბირის მსვლელობის ამსახველი ვიდეო დღეს იუთუბზე გავრცელდა:


