დაგეგმილ გარიცხვამდე რუსეთმა გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაცია თავად დატოვა
27/04/2022 18:01:47 მსოფლიო
რუსეთმა გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზურაბ პოლოლიკაშვილი ავრცელებს.
„გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაცია იყო გაერო-ს პირველი სააგენტო, რომელმაც რუსეთის წევრობის საკითხი დააყენა. დღეს რუსეთმა გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციიდან გასვლის განზრახვის შესახებ განაცხადა. ჩვენი პოზიცია ნათელია: ტურიზმის განვითარება მშვიდობისა და ადამიანის უფლებების საყოველთაო პატივისცემისთვის. მხოლოდ წევრები, რომლებიც იცავენ ამას, შეიძლება, იყვნენ გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის ნაწილი“, – აცხადებს ზურაბ პოლოლიკაშვილი.
ცნობისთვის, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში რუსეთისთვის წევრობის შეჩერებაზე კენჭი დღეს 27 აპრილს უნდა ეყარათ. თუმცა, რუსეთმა კენჭისყრამდე თავად განაცხადა, რომ ქვეყანა ორგანიზაციას ტოვებს.


