Accentnews.ge
რუსეთთან დიალოგის მომხრეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა – კვლევა

რუსეთთან დიალოგის მომხრეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა – კვლევა

27/04/2022 18:00:16 საზოგადოება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, რუსეთთან დიალოგის გაღრმავების მოწინააღმდეგეთა რაოდენობა გაიზარდა, ხოლო მომხრეთა პირიქით, მნიშვნელოვნად შემცირდა.

კერძოდ, კითხვას, "მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით რუსეთთან დიალოგის გაღრმავებას?", პასუხი "სრულად ვუჭერ მხარს" რესპონდენტთა 34%-მა გასცა, რაც ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. შედარებისთვის: 2021 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 56%-ს შეადგენდა, 2013 წელს კი - 82%.

რუსეთთან დიალოგს მკაცრად ეწინააღმდეგება რესპონდენტთა 25%, მაშინ, როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი 11% იყო, 2013 წელს - 1%.

ამასთან, რესპონდენტთა 28% "გარკვეულწილად მხარს უჭერს" რუსეთთან დიალოგის გაღრმავებას, ხოლო 11% მას "გარკვეულწილად ეწინააღმდეგება".

გარდა ამისა, გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად ევროკავშირს (54%), აშშ-ს (53%) და უკრაინას (45%) მიიჩნევს, ყველაზე დიდი პოლიტიკური საფრთხის მატარებელ ქვეყნად კი 90% რუსეთს ასახელებს.

საველე სამუშაოები IRI-ს დაკვეთით 4-24 მარტს გამოკითხვისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუების მეთოდით გამოიკითხა ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 486 მოქალაქე. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64%.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S