
სალომე ზურაბიშვილი მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიალს დაეწრო
27/04/2022 17:51:13 საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო ყოფილი სახელმწიფო მდივნის მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიალს. ამ ცერემონიალზე ყოფნისთვის ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა შეერთებული შტეტების ყოფილმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა. მან საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას მიმართა და გაიხსენა, რომ მადლენ ოლბრაიტს სჯეროდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკის მაღალი მორალური პრინციპებისა.
,,საქართველოს პრეზიდნეტი დღეს აქ არის, რისთვისაც მე ძალიან მადლიერი ვარ“, - განაცხადა ბილ კლინტონმა ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში დაკრძალვის ცერემონიაზე.
მედლინ ოლბრაიტი 23 მარტს გარდაიცვალა 84 წლის ასაკში. ის პრაღაში დაიბადა, თუმცა მისი ოჯახი 1939 წელს გაიქცა ჩეხოსლოვაკიიდან. ოლბრაიტი იყო პირველი ქალი, რომელმაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დაიკავა. 1992 წელს ის ბილ კლინტონის მრჩეველი გახდა, აშშ-ის პრეზიდენტად კლინტონის არჩევის შემდეგ კი ის გაეროში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა.
ოლბრაიტი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე იყო ბილ კლინტონის პრეზიდენტობის ბოლო ოთხი წლის განმავლობაში.
2012 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ოლბრაიტი დააჯილდოვა ამერიკის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოთი - თავისუფლების მედლით. მისი თქმით, ოლბრაიტის ცხოვრება შთაგონების წყაროა ყველა ამერიკელისთვის.