
როგორია პერსონალური რეიტინგები – IRI–ს კვლევა
27/04/2022 16:51:22 საზოგადოება
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა ყველაზე მაღალი მოწონებით (91%) პატრიარქი ილია მეორე სარგებლობს, მეორე ადგილზე (53%) თბილისის მერი კახა კალაძეა, რომელსაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოსდევს (52%).
მეოთხე ადგილზე პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია 47%-ით, მეხუთე პოზიციას კი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იკავებს 44%-ით.
გამოკითხულთა 31-31%-ს მოსწონს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, 40%-ს – ექს-პრემიერი გიორგი გახარია, 39%-ს – ირაკლი კობახიძე, ხოლო 37%-ს - თეა წულუკიანი.
საველე სამუშაოები IRI-ს დაკვეთით 4-24 მარტს გამოკითხვისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუების მეთოდით გამოიკითხა ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 486 მოქალაქე. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64%.