Accentnews.ge
შვეიცარია ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტს შეუერთდა

შვეიცარია ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტს შეუერთდა

27/04/2022 16:37:36 მსოფლიო

შვეიცარია შეუერთდა ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტს რუსეთისა და ბელორუსიის წინააღმდეგ,– იუწყება Reuters.

„27 აპრილის გადაწყვეტილებით, შვეიცარია ევროკავშირის მიერ 8 აპრილს მიღებულ ახალ ზომებს უერთდება უკრაინაში რუსეთის მიმდინარე სამხედრო აგრესიის გათვალისწინებით“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

ახალი ზომები მოიცავს ემბარგოს ხიზილალაზე, ხე-ტყესა და ზღვის პროდუქტებზე, რაც რუსეთისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროდ ითვლება, –განმარტა მთავრობამ.

ასევე აკრძალა შვეიცარიული საქონლის ექსპორტი რუსეთში, როგორიცაა სამრეწველო რობოტები და გარკვეული ქიმიკატები, რომლებიც შეიძლება, გამოყენებულ იქნას რუსეთის ინდუსტრიული წარმოების გასაძლიერებლად.

ასევე ძალაში შევა შემდგომი ფინანსური სანქციები.

თუმცა, შვეიცარიას შეეძლება, ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური ომისგან დაცვის სპეციალური აღჭურვილობის ექსპორტი მას შემდეგ განახორციელოს, როდესაც მიიღებს დახმარების თხოვნას ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციისგან.

გარდა ამისა, შვეიცარიამ აკრძალა ბანკნოტების ექსპორტი და ფასიანი ქაღალდების გაყიდვა ევროკავშირის ყველა ვალუტაში ბელარუსის მოქალაქეებისთვის ან რეზიდენტებისთვის. ადრე აკრძალვა მხოლოდ შვეიცარიული ფრანკისა და ევროს ფასიან ქაღალდებსა და ბანკნოტებზე ვრცელდებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S