
რუსული გაზის ოთხმა ევროპელმა მყიდველმა საპასუხი რუბლით გადაიხადა - მედია
27/04/2022 16:25:32 ევროპა
ოთხმა ევროპელმა მყიდველმა რუსული გაზის საპასუხი რუბლში გადაიხადა,– იუწყება Bloomberg.
კრემლის სამხედრო აგრესიის საპასუხოდ ცივილიზებულმა სამყარომ რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციები დააწესა. საპასუხოდ ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, „არამეგობრულად“ მიჩნეულმა ქვეყნებმა გაზის საფასური რუბლში უნდა გადაიხადონ.
პოლონეთმა და ბულგარეთმა უარი თქვეს გადახდის ამ მეთოდზე, ამიტომ გაზპრომმა ამ ორ ქვეყანას გაზის მიწოდება შეუწყვიტა, რაც ევროკავშირმა „შანტაჟად“ და „კონტრაქტის დარღვევად“ შეაფასა. თუმცა, ყველა ევროპული ქვეყანა არ აპირებს, უარი თქვას პუტინის პირობაზე. Bloomberg-ის ცნობით, ოთხმა ევროპელმა მყიდველმა უკვე გადაიხადა რუბლით გაზი საფასური. კიდევ ათმა ევროპულმა კომპანიამ გაზის საფასურის გადასახდელად სპეციალური ანგარიშები გახსნა „გაზპრომბანკში“.
გამოცემა კონკრეტულ კომპანიებსა და ქვეყნებს არ ასახელებს. რუსეთი გაზსადენებით აწვდის გაზს ევროპის 23 ქვეყანას. ევროკავშირში მხოლოდ უნგრეთი დათანხმდა ოფიციალურად რუსულ ვალუტაში ანგარიშსწორებას.
რუბლით გადახდაზე თურქეთი, სომხეთი და ნიგერიაც შეთანხმდნენ, მაგრამ ეს ქვეყნები „არამეგობრულ“ სიაში არ არიან.