Accentnews.ge
უკრაინა მოსკოვს მოლდოვას დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს

უკრაინა მოსკოვს მოლდოვას დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს

27/04/2022 15:52:54 მსოფლიო

უკრაინა აცხადებს, რომ მოსკოვი მოლდოვას დესტაბილიზაციას ცდილობს მაშინ, როცა თავად საბრძოლო მოქმედებები უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში აქვს კონცენტრირებული.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 27 აპრილს განაცხადა, რომ ხარკოვის ოლქის ორი სოფელი და ორი სოფელი დონეცკის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში ხელში ჩაიგდეს რუსეთის ჯარებმა, რომელთა მიზანი, როგორც ჩანს, არის პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიების შეერთება რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმთან.

უკანასკნელ დღეებში მოლდოვას სეპარატისტულ რეგიონში – დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებების სერია აჩენს შიშს, რომ ომი შესაძლოა, გასცდეს უკრაინის საზღვრებს.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა 27 აპრილს მოსკოვს ბრალი დასდო დნესტრისპირეთის გამოყენებაში მოლდოვას „დესტაბილიზაციისთვის“.

"თუკი უკრაინა დაეცემა, ხვალ ჯარები კიშინიოვის ჭიშკართან იდგებიან,“ – თქვა მან.

ევროპის კავშირმა მოსკოვს „შანტაჟში“ დასდო ბრალი მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ მთლიანად შეუწყვიტა გაზის მიწოდება ბულგარეთსა და პოლონეთს. ეს ევროპელი კლიენტებისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო მოკავშირეებმა მძიმე სანქციები დაუწესეს კრემლს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S