
სანდუს განცხადებით, მოლდოვას ბრძოლისუნარიანი არმია არ ჰყავს
27/04/2022 13:34:21 ევროპა
მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ სეპარატისტულ დნესტნისპირეთში შექმნილი დაძაბულობის და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე განაცხადა, რომ ამჟამად ქვეყანას არ ჰყავს ბრძოლისუნარიანი არმია და ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს,– ამის შესახებ Newsmaker-ის ცნობით, პრეზიდენტმა ეროვნული არმიის გენერალური შტაბის შექმნის 30 წლის იუბილისა და სახელმწიფო დროშის დღისადმი მიზღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა.
"30 წლის განმავლობაში მოლდოვას არმია დარჩა სამხედრო აღჭურვილობის, ტექნიკის და საბრძოლო საშუალებების გარეშე. ახლა ჩვენ შედეგების ვაცნობიერებთ“,– განაცხადა მაია სანდუმ.
მისი თქმით, „მოლდოვას საფრთხეებისგან დაცვის ეფექტური ფარი არ აქვს, რადგან საიმედო სამხედრო პოტენციალი არ განავითარა, არ შექმნა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ელემენტები და სოციალური სტაბილურობა“.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამავდროულად, მოლდოველი სამხედროები, რომლებიც გაეროს და ეუთოს ეგიდით სამშვიდობო მისიებში მონაწილეობენ, პროფესიონალების რეპუტაციით სარგებლობენ.
სანდუს თქმით, კარგად გაწვრთნილი არმია ქვეყანას აძლევს თავდაჯერებულობას, სტრატეგიული არჩევანის თავისუფლებას და მოლდოვამ ყველა ღონეს უნდა მიმართოს პროფესიონალური თანამედროვე არმიის შესაქმნელად.
„ეს არის ინვესტიცია ქვეყნის უსაფრთხოებასა და დაცვაში... ახლა, როცა ჩვენს საზღვრებთან ომი მიმდინარეობს, ჩვენ ეს კარგად გვესმის“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.