Accentnews.ge
ესტონეთში  უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდამჭერი სიმბოლოების გამოყენება აიკრძალა

ესტონეთში  უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდამჭერი სიმბოლოების გამოყენება აიკრძალა

27/04/2022 13:11:58 ევროპა

ესტონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ გასულ კვირას მიღებულ კანონს, რომელიც კრძალავს საჯარო სივრცეში რუსეთის ომის მხარდამჭერი სიმბოლოების გამოყენებას.

კანონი კრძალავს „სიმბოლოების ღიად ჩვენებას, რომლებიც გამოიყენება აგრესიის, გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ან ომის დანაშაულის ჩადენისას“. აკრძალვა ასევე მოიცავს სიმბოლოებს, რომლებიც ფართოდ გავრცელდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიული ომის მხარდაჭერის ნიშნად და უფრო ძველ სიმბოლოებს, როგორიცაა გიორგიევსკის ლენტი. ფიზიკური პირებისთვის კანონი ითვალისწინებს ჯარიმას 1200 ევრომდე ან დაპატიმრებას.

მანამდე ესტონეთში 9 მაისის მოახლოებასთან ერთად აიკრძალა თემატური ღონისძიებები, რომლებზეც სსრკ-ისა და თანამედროვე რუსეთის სიმბოლოები გამოიყენებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S