რუსეთმა ბრიტანეთის პარლამენტის 287 წევრს სანქციები დაუწესა
27/04/2022 12:53:41 მსოფლიო
რუსეთმა ბრიტანეთის პარლამენტის 287 დეპუტატს დაუწესა.
"ამ პირებმა, რომლებსაც აღარ აქვთ რუსეთის ფედერაციაში შესვლის უფლება, ყველაზე აქტიური მონაწილეობა მიიღეს ლონდონში ანტირუსული სანქციების ინსტრუმენტების ჩამოყალიბებაში და წვლილი შეიტანეს დიდ ბრიტანეთში რუსოფობური ისტერიის უსაფუძვლო გაღვივებაში", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოსკოვის განცხადებით, ეს საპასუხო ნაბიჯია გაერთიანებული სამეფოს ქმედებაზე, როდესაც ოფიციალურმა ლონდონმა 386 რუს კანონმდებელს სანქციები დაუწესა.


