რუსი მაღალჩინოსანი პუტინისგან განსხვავებით, რუსეთისთვს "ძალიან მძიმე სიტუაციას" პროგნოზირებს
27/04/2022 12:48:48 მსოფლიო
რუსეთის ბუღალტრული აღრიცხვის პალატის ხელმძღვანელი ალექსეი კუდრინი უახლოეს 2 წელიწადში რუსეთისთვის „ძალიან რთულ ვითარებას“ პროგნოზირებს.
კონსერვატიული პროგნოზებით, რუსეთში მშპ-ის ვარდნა 12,4%-ითაა შეფასებული. ეკონომიკის მხარდასაჭერად დამატებითი ხარჯები 53 მილიარდ დოლარს (4 ტრილიონ რუბლს) გადააჭარბებს.
"თითქმის წელიწადნახევარი-ორი წელი ჩვენ ვიცხოვრებთ ძალიან რთულ ვითარებაში", - განაცხადა კუდრინმა და დასძინა, რომ მიმდინარე კრიზისი უფრო რთული იქნება, ვიდრე 2009 წლის ან პანდემიით გამოწვეული კრიზისები იყო.
მანამდე პუტინი ირწმუნებოდა, რომ რუსული ბიზნესი სანქციებთან ადაფტირდა.
შეგახსენებთ, რომ ცივილიზებულმა სამყარომ რუსეთს უკრაინაში ომის გაჩაღების გამო უპრეცედენტო სანქციები დაუწესა.


