რუსეთმა ამერიკელი რიდი პილოტ იაროშენკოში გაცვალა
27/04/2022 11:56:41 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად, რუსეთის ფედერაციაში მსჯავრდებული ამერიკელი ტრევორ რიდი რუს მფრინავ კონსტანტინ იაროშენკოში 27 აპრილს გაიცვალა.
რუსეთის მოქალაქე კონსტანტინე იაროშენკო აშშ–ში 2010 წლიდან იხდიდა 20–წლიან სასჯელს. ის „კოკაინის კონტრაბანდის თაობაზე გარიგებისთვის“ გაასამართლეს.
ტრევორ რიდი 2019 წლის ზაფხულში დააკავეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. ის ბრალდებას არ აღიარებდა. რუსულმა სასამართლომ ახალგაზრდას 9–წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის სასჯელს მორდოვეთის კოლონიაში იხდიდა.


