
80 000–მდე უკრაინელმა ლტოლვილმა პოლონეთში სამუშაო ადგილი იპოვა
27/04/2022 11:44:18 ევროპა
რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან პოლონეთში დაახლოებით 3 მილიონი უკრაინელი გაემგზავრა. მათგან 77 ათასს სამუშაო ადგილი გამოუძებნეს,– ამის შესახებ მიგრაციის დირექტორმა ანა ჯობოლდამ განაცხადა.
"77 000-დან დაახლოებით 47,5% მუშაობს სამრეწველო სექტორში. ისინი სხვადასხვა საწარმოში დასაქმდნენ. 10,3% მუშაობს მომსახურების სფეროში. 8,5% მუშაობს ოფისში, კიდევ 4% – სპეციალისტად ვიწრო სფეროებში" - განაცხადა ჯობოლდამ.
მისი თქმით, ორიოდ კვირის წინ ქალებისთვის სამუშაო ადგილები ნაკლები იყო, თუმცა ვითარება იცვლება.
რაც შეეხება ომამდე პოლონეთში უკრაინიდან სამუშაოდ გადასულ ადამიანებს, მისი თქმით, მათგან 20%–მდე ტოვებს სამუშაოს და ბრუნდება უკრაინაში.
„პოლონეთში ჩასული უკრაინელების უმეტესობა უზრუნველყოფილია. მათ მიიღეს სუბსიდიები პოლონეთის ხელისუფლებისგან, ასევე არის უფასო ცენტრები, სადაც შეუძლიათ ცხოვრება. ამ ადამიანების ნაწილი არ დადის სამსახურში, რადგან მათ აქვთ საკმარისი თანხა იმისთვის, რომ რაღაც პერიოდი აქ იცხოვრონ", - დასძინა ჯობოლდამ.