
„უკრაინელებმა აშშ–ის ინფორმაციის დახმარებით შეძლეს, ჩამოეგდოთ რუსული თვითმფრინავი, რომელსაც ასობით სამხედრო გადაჰყავდა“– მედია
27/04/2022 11:13:39 ევროპა, მსოფლიო
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, აშშ-ს დაზვერვა უკრაინის მხარეს აწვდიდა დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ზუსტად სად და როდის ჩამოვარდებოდა რუსული რაკეტები, რაც მათ საშუალებას აძლევდა საჰაერო თავდაცვის სისტემები სახიფათო ზონიდან გამოეყვანათ,– იუწყება NBC News აშშ-ის ამჟამინდელდა ყოფილმა მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემა საკუთარ თანამოსაუბრეებზე დაყრდნობით წერს, აშშ უკრაინას აწვდიდა თითქმის თანადროულ სადაზვერვო ინფორმაციას, რომლის მეშვეობითაც უკრაინელებმა შეძლეს ჩამოეგდოთ რუსული სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელსაც ასობით სამხედრო გადაჰყავდა. NBC აღნიშნავს, რომ ეს შემთხვევა ომის საწყის ეტაპზე მოხდა და უკრაინელებს კეივის აეროპორტზე თავდასხმის მოგერიებაში დაეხმარა.
ეს იყო ნაწილი იმისა, რასაც დასავლელი მაღალჩინოსნები დაზვერვის მასიური და უპრეცედენტო გაზიარების ოპერაციას უწოდებენ.
"დასაწყისიდან ჩვენ ძლიერად გადავიხარეთ სტრატეგიული და სამოქმედო სადაზვერვო ინფორმაციის უკრაინასთან გაზიარებისკენ. ამას ჰქონდა გავლენა როგორც ტაქტიკურ, ისე სტრატეგიულ დონეზე. არის მაგალითები, რომელთა მიხედვითაც ცხადად იტყვი, რომ ამან მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა" – აღნიშნავს NBC-სთან ამერიკელი მაღალჩინოსანი.
თეთრი სახლის უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას რეგულარულად აწვდის დეტალურ, დროულ სადაზვერვო ინფორმაციას ბრძოლის ველზე, რათა დაეხმარონ საკუთარი ქვეყნის რუსეთის აგრესიისგან დაცვაში:
„ასეც გავაგრძელებთ".
აშშ-ის დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსნის აღნიშნავს, რომ მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება რუსეთის კონკრეტული ძალების წინააღმდეგ იქნებოდა შესაძლებელი:
"ხშირი იყო დაზვერვის ინფორმაციის თანადროული გაზიარება, რისი გამოყენებაც რუსეთის კონკრეტული ძალების სამიზნეში ამოსაღებად შეიძლებოდა. მაგრამ, ასევე, სხვა სახის ბევრი სადაზვერვო ინფორმაციაც იყო, მაგალითად სად აქტიურობდნენ რუსი სამხედროების კონკრეტული ტიპები".