Accentnews.ge
„გაზპრომბანკის“ ვიცე-პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად უკრაინაში წავიდა

„გაზპრომბანკის“ ვიცე-პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად უკრაინაში წავიდა

27/04/2022 10:17:01 ევროპა, მსოფლიო

"გაზპრომბანკის" ვიცე-პრეზიდენტი იგორ ვოლობუევი რუსეთიდან უკრაინაში გაემგზავრა და ტერიტორიული თავდაცვის რიგებში გაწევრიანებას გეგმავს,– იუწყება The Insider.

გამოცემის ცნობით, მან სპეციალურად The Insider–ისთვის მწერალ სერგეი ლოიკოსთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ დაიბადა სუმის რეგიონში და სამშობლოს დასაცავად უკრაინაში დაბრუნება გადაწყვიტა.

„რუსეთში ყოფნა აღარ შემეძლო. ეროვნებით უკრაინელი ვარ, ახტირში დავიბადე. გვერდიდან ყურება აღარ შემეძლო, თუ რას სჩადის რუსეთი ჩემს სამშობლოში. ჩემი ვიზიტი მონანიებაა – მინდა, ჩემი რუსული წარსული ჩამოვიბანო. უკრაინაში გამარჯვებამდე მინდა დარჩენა. აღარ შემეძლო მშვიდად ყურება, როგორ კლავენ ჩემს ახლობლებს. მამაჩემი ერთი თვის განმავლობაში იჯდა ცივ სარდაფში. დავბრუნდი, რომ იარაღით ხელში დავიცვა ჩემი სამშობლო“,– განაცხადა ვოლობუევმა და დასძინა, რომ 2014 წლიდან სურდა უკრაინაში დაბრუნება, მაგრამ ეს ოჯახური მიზეზების გამო ვერ შეძლო.

მან რუსეთის ქმედებას დანაშაული უწოდა.

„ეს არის დანაშაული პუტინის, რუსეთის მთავრობის და, რეალურად, რუსი ხალხის მხრიდან. იმიტომ რომ აქ პირადად პუტინი არ კლავს უკრაინელებს, არ იპარავს უნიტაზებს, არ აუპატიურებს ქალებს, ეს რუსი ხალხია! და ამაზე პასუხისმგებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნებით უკრაინელი ვარ, მეც მეკისრება. ამის მრცხვენია, ამას მთელი ცხოვრება ვინანებ, რადგან ორმაგი პასუხისმგებლობა მაკისრია - უბრალოდ რუსი არ ვარ. მე აქ დავიბადე, 18 წელი აქ ვიცხოვრე, ამიტომ მაქვს ორმაგი პასუხისმგებლობა“,– განაცხადა ვოლობუევმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S